სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან 45 წლამდე კაცი გადმოვარდა, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ადგილობრივია და სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.
კაცი ერთ-ერთ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულებდა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს გამოძიება.