საქართველოს ვიცე ჩემპიონმა „დინამო“ ბათუმმა ზამთრის საწვრთნელი შეკრების პირველი ეტაპი დაასრულა. დღეს შავიზღვისპირელები ბათუმში დაბრუნდებიან და რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ.
შეკრების მეორე ეტაპს ბათუმელები კვლავ ანტალიაში გაივლიან და 5 საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ.
შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ თურქეთში პირველი შეკრების ფარგლებში სამი ამხანაგური შეხვედრა გამართა.გია გეგუჩაძის გუნდი "მალიშევასთან",0:1 და ლოძის „ვიძევსთან“ 2:4 დამარცხდა, ხოლო გრაცის „შტურმს“ 2:2 დაუზავდა.