ამერიკა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება - აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. კელი დეგნანი აჭარის მაუწყებლის ეთერში ამბობს, რომ თვალყურს ადევნებს სახალხო დამცველის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის უფლებები. კელი დეგნანის განცხადება და შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან - ვნახოთ რეპორტაჟი.