კომპანია ''მეტა'', რომელიც ''ფეისბუკის'', ''ინსტაგრამისა'' და ''უოთსაფის'' მფლობელია, აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფეისბუკისა და ინსტაგრამის ანგარიშებს აღადგენს. ამის შესახებ კომპანიის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტმა განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ ტრამპი გააგრძელებს კონტენტის გამოქვეყნებას, რომელიც დაარღვევს წესებს, ის წაიშლება და მისი ანგარიში შეჩერდება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით.
დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელებში ანგარიშები კაპიტოლიუმში 2021 წლის 6 იანვრის არეულობის შემდეგ დაუბლოკეს.