განახლებული ავტოპარკი

17 მაისი 2016, 00:00 4972 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ავტოპარკი განაახლა. მაღალი გამავლობის სამი ავტომობილი ამ  სამსახურისთვის აჭარის მთავრობამ შეიძინა. 62 ათასი ლარი რეგიონის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაიხარჯა. აღნიშნული ტექნიკა სამსახურს ეპიდემიის პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად სჭირდება. მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეაბილიტირებული შენობაც  დაათვალიერა, რომელიც  ასევე  აჭარის მთავრობის  ბიუჯეტიდან  დაფინანსდა  და ჯამში ტექნიკის  განახლებასა და რემონტზე 146 ათასი ლარი დახარჯა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრმა დღეს  2015 წელს გაწეული საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ  ანგარიშიც წარადგინა. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში