28 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემო

25 იანვარი 2023, 10:46 558 ნახვა

28 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

25 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში