ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სამხედროების მიერ ბრძანების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის გაზრდას ითვალისწინებს

25 იანვარი 2023, 10:37 140 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, სამხედროების მიერ ბრძანების შეუსრულებლობისთვის, ბრძოლის ველის მიტოვებისა და ადმინისტრაციული დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა იზრდება.

ცვლილებების მიხედვით, სასამართლოებს მეტად აღარ ექნებათ უფლება, სამხედროებს პირობითი სასჯელი დაუდგინონ ან პატიმრობის ვადა შეუმცირონ. ეს შეეხება იმ ჯარისკაცებს, რომლებიც მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობისთვის, ხელმძღვანელი პირის მიმართ მუქარის ან ძალადობის, ბრძოლის მიტოვებისა და დეზერტირობისთვის არიან გასამართლებულნი.

საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა. უფლებადამცველები კანონს აკრიტიკებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები სამხედროების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.

ზელენსკის მიერ ხელმოწერილ კანონს მხარი დაუჭირა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში