სამხრეთ ამერიკის ორი უდიდესი ეკონომიკა - ბრაზილია და არგენტინა ერთიანი ვალუტის შექმნას აპირებენ. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეს მსოფლიოში ევროპული ევროს შემდეგ სიდიდით მეორე სავალუტო გაერთიანება იქნება.
ორმა ქვეყანამ უკვე ვალუტების გაერთიანებაზე მუშაობა დაიწყეს. სავალუტო გაერთიანებასთან მიერთებას რეგიონის სხვა ქვეყნებსაც სთავაზობენ.
ახალი ვალუტა, რომელსაც სავარაუდოდ „სურ“-ს ანუ სამხრეთს დაარქმევენ, პირველ ეტაპზე ბრაზილიურ რეალთან და არგენტინულ პესოსთან პარალელურად იმოძრავებს.