შვედეთი და ფინეთი მზად არიან ნატოში გასაწევრიანებლად - ნედ პრაისი

24 იანვარი 2023, 10:59 424 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა  განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი მზად არიან შეუერთდნენ ნატოს ალიანსს, მას შემდეგ რაც თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შვედეთი არ უნდა ელოდეს თურქეთის მხარდაჭერას მის წევრობასთან დაკავშირებით სტოკჰოლმში ყურანის დაწვის შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წიგნების დაწვა, რომელიც ბევრისთვის წმინდაა დიდი უპატივცემულობაა. 

შაბათს სტოკჰოლმში თურქეთის წინააღმდეგ  გამართულმა საპროტესტო აქციებმა გაამწვავა  დაძაბულობა თურქეთთან, რომლის მხარდაჭერა შვედეთს სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად სჭირდება. რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, იორდანიამ და ქუვეითმა დაგმო ეს აქტი.

თურქეთმა უკვე დაიბარა შვედეთის ელჩი და გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ანკარაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში