ჩინეთის ჩრდილოეთ ქალაქ მოჰეში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად დაეცა - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
სახელმწიფო მაუწყებლის განცხადებით, მოჰეში, რომელიც ჩრდილოეთით რუსეთს ესაზღვრება, ცელსიუსით -53 გრადუსი დაფიქსირდა. წინა ტემპერატურული რეკორდი 1969 წელს მინუს 52,3 ცელსიუსს შეადგენდა.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტიორმა ვიდეოკამერის წინ ერთგვარი ექსპერიმენტიც ჩაატარა, მან ნიჩაბზე კვერცხი გატეხა, რომელიც წამებში გაიყინა.
ჩინეთში რეკორდულად ყველაზე დაბალი ტემპერატურა მინუს 58 გრადუსი 2009 წელს ქალაქ გენჰეში დაფიქსირდა.