ბათუმის „დინამომ“ მეორე ამხანაგური მატჩიც წააგო

24 იანვარი 2023, 10:12 486 ნახვა

ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა.

პოლონურ "ვიძევთან" 2:4 დამარცხების შემდეგ საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მორიგი შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "მალიშევასთან" გამართა და 0:1 დამარცხდა.

35-ე წუთზე ბათუმელებს გოლი ალუშ გავაზაიმ გაუტანა.

გია გეგუჩაძის გუნდი თურქულ შეკრებაზე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში