სპორტსმენების დაჯილდოვება

23 იანვარი 2023, 11:00 476 ნახვა

სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2022 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოში ერთადერთი სპორტული მედიაკავშირი „ჯაკო FM“ იყო. არაოლიმპიურ სახეობებში სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები.

გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ. გამოვლინდნენ ასევე საუკეთესო პარასპორტსმენები, ამ ნომინაციაში მკლავჭიდელმა ნოდარ ციხელაშვილმა გაიმარჯვა.

გამარჯვებულები გახდნენ: კიკბოქსიორი ლუკა შონია, ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ საუკეთესო ფალავნად ლევან მატიაშვილი დაასახელა.  

ასევე დაჯილდოვდნენ ძალისმიერ კლასიკურ სამჭიდში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი თემურ სამხარაძე, უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციიდან ლუკა ჩიკვილაძე, საქართველოს ფუსტალის ეროვნული ნაკრები, მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი და მორაგბე დავით ნინიაშვილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი