ტიბეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
სამუშაოებში 1300-ზე მეტი მეხანძრე და სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. მობილიზებული იყო 230-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.
ზვავი ტიბეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლინჯიში, 17 იანვარს ჩამოწვა.
დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.