რუსულმა ძალებმა დონეცკში, ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - უკრაინული მედია

20 იანვარი 2023, 16:43 376 ნახვა

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი რაკეტა საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. დაღუპულია ერთი ადამიანი - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 8 საცხოვრებელი კორპუსი, 6 კერძო, 2 სამედიცინო დაწესებულება, სკოლა და საბავშვო ბაღი.

უკრაინული მედიის ცნობით, საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფები აგრძელებენ ადგილზე მუშაობას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში