თოჯინების თაეტრმა თბილისში გასტროლი შეაჯამა

20 იანვარი 2023, 14:12 919 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა თბილისში გასტროლი განათლების მინისტრთან ერთად შეაჯამა.

ვიზიტის ფარგლებში მსახიობებმა დედაქალაქში ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი - ,,საიდანაც მზე მოდიოდა“ და იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი ,,ზურმუხტქალაქის ჯადოქარი’’ წარადგინეს.

სპექტაკლები თბილისელი მაყურებლისა და თეატრმცოდნეების მხრიდან დადებითად შეფასდა. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები.

ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ტურნე ქართულ თეატრებს შორის ურთიერთობების გამყარებას ემსახურებოდა. 

ბათუმის თოჯინების თეატრმა ახალ სპექტაკლზე მუშაობა უკვე დაიწყო, რომელსაც ჩვენი მაყურებელი მარტში იხილავს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი