ხელვაჩაურში ხანძარი ლიკვიდირებულია

19 იანვარი 2023, 20:01 522 ნახვა

ხელვაჩაურში სოფელ ვარშალომიძეებში ხანძარი ლიკვიდირებულია. თავიდან ცეცხლი  ყოფილ ჩაის პლანტაციებს   გაუჩნდა. იწვოდა  ძირითადად ეკალ-ბარდი. 

საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო ხანძარი. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით 40 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ცეცხლის სწრაფად  გავრცელებას ხელი შეუწყო ქარმა.

საცხოვრებელ სახლებზე გადადების საფრთხეც შეიქმნა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდირება დროულად შეძლეს. ცეცხლს ლოკალიზება-ლიკვიდირების პროცესში ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც იყო ჩართული.

ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი