დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობაში''

18 იანვარი 2023, 14:02 646 ნახვა

შიდა პარტიულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ნაციონალურ მოძრაობაში ურთიერთბრალდებები ისმის  როგორც კანდიდატების, ასევე ვანო მერაბიშვილის მისამართით, რომელიც ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერად მოიაზრება. თავად თავმჯდომარეობის კანდიდატი ხაბეიშვილი კი გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილებას რევოლუციურ სცენარით აანონსებს. 

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში რევოლუციის შანსი არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს.

ნაციონალურ  მოძრაობაში მიმდინარე პროცესების გამო პარტიის დაშლას გამორიცხავს ბაჩო დოლიძე. ის აცხადებს, რომ პროცესი არასწორად წარიმართა, თუმცა  დარწმუნებულია, რომ შიდა პარტიული არჩევნების შედეგების შემდეგ სიტუაცია დალაგდება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი