გაყინული ტბა

31 იანვარი 2017, 00:00 3249 ნახვა

ბათუმში ნურიის ტბა წელსაც გაიყინა. ანალოგიური ფაქტი გასულ წელსაც დაფიქსირდა, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ბათუმში -5 დან -7 გრადუსამდე დაეცა. 1911, 1928, 1949 და 1985 წლებში ყინულის საფარმა სრულად დაფარა ტბის ზედაპირი. ეს არის ბუნებრივი წარმოშობის ტბა და მისი გაყინვის ფაქტი იშვიათობაა, რადგანაც სუბტროპიკული ზონისთვის არ არის დამახასიათებელი. ნურიის ტბას ოვალური ფორმა აქვს და ბუნებრივი წარმოშობისაა. 

ამავე კატეგორიაში