აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად - ენტონი ბლინკენი

18 იანვარი 2023, 10:21 496 ნახვა

აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც კიევს სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ბლინკენის განცხადებით, მიუღებელია რუსეთის მოთხოვნა კიევის მიმართ, რომ უკრაინამ ახალი ტერიტორიული რეალობა აღიაროს.

„თქვენ თუ გადახედავთ ტრაექტორიას „სტინგერებიდან“ „ჯაველინებამდე“ და „ჰაიმარსებიდან სარაკეტო ბატარეა „პეტრიოტებამდე“, დაინახავთ, რომ ჩვენ მუდმივად ვაწვდით კიევს იმას, რაც უკრაინას სჭირდება. ამას იმგვარად ვაკეთებთ, რომ დავრწმუნდეთ, ეს დახმარება პასუხობს ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, პუტინი თუ ფიქრობს, რომ მსოფლიო დაიღლება უკრაინით და აღარ ექნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნება, ის ცდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი