გვიან ღამემდე გაგრძელდა "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის საარჩევნო კომისიის შეხვედრა. თავმჯდომარეობის კანდიდატების წარმომადგენლებმა იმსჯელეს წინასაარჩევნო ტექნიკურ პრობლემებზე, რომელიც პარტიაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
აქცენტი გაკეთდა ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ფილტრაციის გამარტივების აუცილებლობაზე.
პარტიაში ამბობენ, რომ პროცედურულ ხარვეზებზე პასუხისმგებლობა მენეჯმენტს და ამერიკულ კომპანიას ეკისრება, რომელმაც არჩევნების ტექნიკურად ჩატარების უზრუნველყოფა იკისრა.
"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარსაა დაგეგმილი.