საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს

17 იანვარი 2023, 10:16 528 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრები 2023 წლის ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს. რაგბი ევროპამ დაადასტურა, რომ რაგბი შვიდი ოფიციალურად გახდა ევროპული თამაშების ნაწილი, რომლის ორგანიზატორი ევროპის ოლიმპიური კომიტეტია. წელს მესამე თამაშებს კრაკოვი მასპინძლობს და მედლები კი სპორტის 26 სახეობაში გათამაშდება.

წლევანდელი ევროპული თამაშები რაგბისთვის სადებიუტოა. მასში 12 კაცთა და ქალთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფის შედეგების მიხედვით შეირჩნენ და ოქროსმედალოსნები, როგორც კაცთა, ასევე ქალთა ტურნირში, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებენ.

კრაკოვი ევროპულ თამაშებს 21 ივნისიდან 2 ივლისამდე უმასპინძლებს, შვიდკაცა რაგბის თამაშები კი 25-27 ივლისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი