ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

17 იანვარი 2023, 10:19 285 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველივე წრეში მსოფლიოს მეცხრე ჩოგანთან ტეილორ ფრიცთან ოთხ სეტში 4:6. 2:6. 6:4. 5:7 დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტეილორ ფრიცი ერთმანეთს კარიერაში ოთხჯერ შეხვდნენ, საიდანაც ორჯერ ქართველმა გაიმარჯვა, ორი გამარჯვება კი ამერიკელ ჩოგბურთელს დარჩა.

ავსტრალიის დიდ სლემზე, ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერის საუკეთესო შედეგი მესამე ეტაპზე გასვლაა, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა 2018 და 2019 წლებში შეძლო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში