რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიესა და მის გარეუბანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა. ინფორმაიცას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანგრეულია სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურა და ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პარალელურად ვრცელდება ინფრომაცია, რომ რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფრომაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი და საცხოვრებელი კორპუსი.