სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან ქუთაისში. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები, არსებული ინფორმაციით დაზიანებულია დაახლოებით 250-მდე შენობა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას თქმით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის დათვლა, რის შემდეგაც დაზუსტება თუ რა სახის ზარალი მიაყენა სტიქიამ ქუთაისს.