ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა კორუფციული სქემით ხორციელდება - რეზო ხარაზი

13 იანვარი 2023, 14:25 588 ნახვა

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას  კორუფციულს უწოდებენ   ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.  ბათუმის საკრებულოს დეპუტატის  განცხადებით,   80 მილიონიანი   პროექტი   მოსახლეობის ინტერესებზე არ არის   მორგებული. 

რეზო ხარაზმა ბრიფინგზე ის გარემოებები დაასახელა, რომლებიც მისივე რწმუნებით კორუფციულ რისკებს შეიცავს. ოპოზიციონერი დეპუტატის  თქმით,  მათ უკვე იციან კულუარებიდან იმ კომპანიის ვინაობა, რომელიც მათი რწმუნებით  ტენდერში   გაიმარჯვებს. 

ხარაზი ამტკიცებს, რომ   მერიამ    წინასწარ   შეიმუშავა კრიტერიუმები, რომლის  სატენდერო პირობები კომპანიას მოარგეს, მათ შორის ასახელებს  ავანსის სახით  წინასწარ გადასარიცხ თანხას.

რეზო ხარაზი იმ კომპანიებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მისი მტკიცებით,  პირდაპირ კავშირში  არიან პრემიერ მინისტრთან.   

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში