გასართობი ღონისძიება უკრაინაში მებრძოლების შვილებისთვის

13 იანვარი 2023, 14:31 453 ნახვა

უკრაინაში  მებრძოლი  ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანების შვილებს უმასპინძლეს ბავშვთა გასართობ ცენტრში.  მათ გასართობად  ჯგუფმა “პლატინამ“ და თოვლის ბაბუამ  იზრუნეს.    

მოზარდებს გადაეცათ ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ  უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები.  

ღონისძიების  ორგანიზატორი  პარტია „ლელოა“, იდეა და ფინანსური მხარდაჭერა კი ბათუმში დროებით მცხოვრებ ომს გამორიდებულ  უკრაინელებსა და  ბელარუს აქტივისტებს ეკუთვნით.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში