ვინ მოხვდება ე.წ. სააკაშვილის სიაში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მასში სავარაუდოდ შევლენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ. მათ შორის, ციხიდან ციხეში გადაყვანის, ასევე მისი პირადი ინფორმაციების გამჟღავნების დროს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს იქნება სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები შეადგენენ. "ბინძური ნაბიჯები და დაშინების მცდელობა" - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ე.წ. სააკაშვილის სიის შედგენას.
"ქართული ოცნების" თქმით, სია საზოგადოებამ უნდა შეადგინოს, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალდა.