თურქეთში უკრაინის და რუსეთის ომბუდსმენების შეხვედრა გაიმართა

13 იანვარი 2023, 10:30 412 ნახვა

უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა რუსეთის ფედერაციის ომბუდსმენთან ტატიანა მოსკალკოვასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გამართა. მისი თქმით, განიხილეს  საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო პირების დაცვას ეხება.

შეხვედრაზე რუსულმა მხარემ უარყო 23 უკრაინელის გარდაცვალება, რომლებიც დაღუპულად ითვლებოდნენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2014 წლიდან რუსეთის ტყვეობაში მყოფი სამოქალაქო პირების გათავისუფლების საკითხი.

დიმიტრი ლუბინეცის ინფორმაციით, სიაში 158 ასეთი ადამიანია. რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენებს შორის შეხვედრა თურქეთში გაიმართა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი