ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2022 წლის შეჯამება დაიწყო. ისინი საუკეთესოებს რამდენიმე კატეგორიაში ავლენენ. ნომინანტებში ტატო გრიგალაშვილი, ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი და ბექა ღვინიაშვილი მოხვდნენ. ტატო 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტულის მოპოვებისთვის იბრძვის.
ლაშა გუჯეჯიანს შანსი აქვს, რომ 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი ბექა ღვინიაშვილი კი წლის საუკეთესო გდების ავტორი შეიძლება გახდეს.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილმა 2022 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებთან ერთად წლის შემაჯამებელი ტურნირიც მასტერსი მოიგო. ქართველმა ძიუდოისტებმა 2022 წელს 54 მედალი მოიპოვეს: 18 ოქრო, 14 ვერცხლი და 22 ბრინჯაო. შვიდიდან სამ წონით კატეგორიაში კი რეიტინგს ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ.