ლვოვში უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს 

12 იანვარი 2023, 11:05 483 ნახვა

პოლონეთი გეგმავს უკრაინაში ლეოპარდის ტანკების გაგზავნას საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში- განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ლვოვში ვიზიტის დროს. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, რომელიც პოლონელ კოლეგასთან ერთად  ჩავიდა ლვოვში, თქვა, რომ ვილნიუსი ასევე განაგრძობს უკრაინის  სამხედრო დახმარებას. კიევი ითხოვს მძიმე სამხედრო ტექნიკას, როგორიცაა გერმანული წარმოების ლეოპარდ 2. 

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ნატოს მეტის გაკეთებისკენ, ვიდრე უბრალოდ დაპირებაა, რომ კარი ღიაა უკრაინისთვის და აღნიშნა, რომ კიევს სჭირდება "ძლიერი ნაბიჯები", რადგან ის ცდილობს შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ ნატოს კოლეგებისგან და მხარდაჭერა რიტორიკის სახით ღია კარის შესახებ არ არის საკმარისი უკრაინისთვის, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარისკაცების მოტივაციისთვის", - თქვა ზელენსკიმ  ქალაქ  ლვოვში ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებების შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთსა და ლიეტუვას მადლობა გადაუხადა ტანკებისა და საზენიტო სისტემების გადაცემისთვის, რომლებიც ირანული დრონებისგან ენერგეტიკული სფეროს თავდაცვას უზრუნველყოფს. 3 ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი