წლის შემაჯამებელი ღონისძიება პეტრას ციხეზე

11 იანვარი 2023, 20:09 732 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას მართავს. პეტრას ციხეზე სააგენტოს მიერ გაწეული სამუშაოს შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს. ღონისძიება  გასართობი  პროგრამებით გაგრძელდა.

არაფორმალურ გარემოში მსგავსი ღონისძიების ჩატარება მიზნად კულტურული ძეგლების პოპულარიზაციას ისახავს. პეტრას ციხეზე რეაბილიტაცია გასულ წელს ჩატარდა და ობიექტმა 50 ათასზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტურისტების რაოდენობის გაზრდა თავიანთი პროდუქციის რეალიზებას უწყობს ხელს.

სააგენტომ გასულ წელს პროექტების შესასრულებლად 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი