ბათუმში რამდენიმე ქუჩის ათობით აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მოსახლეობამ ტელევიზიის ცხელ ხაზზე დარეკა და შეფერხების მიზეზებსა და ინფორმაციის დაზუსტებაში გვთხოვა დახმარება, როგორც გვითხრეს მოსალოდნელი გათიშვის შესახებ ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ.
8 ქუჩის მოსახლეობისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია - გვითხრეს ''სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში''.
გავარკვიეთ ისიც, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ დილის ათი საათიდან ეტაპობრივად აღდგება.