ბათუმის ბულვარში ადმინისტრაციის ინფორმაციით მცენარეებზე მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა. მაგდა ჯაიანის თქმით როგორც ტექნიკური, ასევე აგრონომიული სამსახურის ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული. მიმდინარეობდა ხეების დაბერტყვის სამუშაოები. ამ ეტაპზე ბულვარის ტერიტორიაზე ხეებზე მოტეხილი ტოტებისგან გასუფთავება მიმდინარეობს. სხვადასხვა მიმართულებით სულ 60 ადამიანი მუშაობს