საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში დღეს დასრულდება

10 იანვარი 2023, 11:02 569 ნახვა

დღეს თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი დღეა. გუშინ ჩემპიონები და პრიზიორები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. დღეს მორიგი ხუთი წონის მედლები გათამაშდება.

ფინალურ შეხვედრებში იჭიდავებენ მსოფლიოს სამგზის, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ფინალისტი გენო პეტრიაშვილი, 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონები - გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე, ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი მირიან მაისურაძე. ფინალური შეხვედრები ბათუმის სპორტის სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი