მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

09 იანვარი 2023, 17:25 711 ნახვა

,,სააკაშვილის დაავადებები სასჯელის მოხდისთვის ხელისშემშლელია“ - თქვა სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ნევროლოგმა. რაც შეეხება დაავადებებს, ექსპერტმა რამდენიმე  მათგანი ჩამოთვალა, მათ შორის დაასახელა გონების გარდამავალი დაკარგვა, კრუნჩხვები და დაუზუსტებელი დემენცია. 

ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნის სიკვდილის საშიშროებას.  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ბრალდებული და მსჯავრდებული პრეზიდენტი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით კი, დღევანდელი ექსპერტის დაკითხვით, დადასტურდა ის, რომ მთელი რიგი დარღვევაა და ექსპერტმა გამოავლინა უცოდინრობა. მისივე თქმით, სააკაშვილს სჭირს მიუღებლობა.    

მიხეილ სააკაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს 12 საათზე ჩაინიშნა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი