დილიდან განახლდა ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 40-მდე სპეც-ტექნიკა. ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით თემებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები იწმინდება.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება ყველა მიმართულებით თავისუფალია.