საახალწლო კონცერტები ბათუმში დრამატულ თეატრში გამართული ღონისძიებით დასრულდა. აუდიტორიის წინაშე ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ლუკა ზაქარიაძე, სულხან დევაძე და სხვა ადგილობრივი თუ მოწვეული შემსრულებლები წარსდგნენ.
საშობაო ღონისძიებების რეპერტუარში ძირითადად ქართული სიმღერები შედიოდა.
კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო. ასევე შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა ევროპის მოედანზეც.