დაესწრება თუ არა სააკაშვილი პროცესს სასამართლო დარბაზში

05 იანვარი 2023, 17:39 492 ნახვა

ჩემ შესვლამდე, სულ რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ სააკაშვილს გონების დაკარგვა ჰქონდა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ დილით ყოფილ პრეზიდენტს ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა გონების დაკარგვა. პარალელურად დაესწრება თუ არა 9 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს მიხელ სააკაშვილი? კითხვაზე პასუხი ისევ ღიაა.ადვოკატი აცხადებს, რომ ყველა პატიმარს აქვს უფლება საკუთარ სხდომაში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება, რომელზეც ქართველი ექიმები დაიკითხებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი