აჭარაში თოვა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება – გამოდარება 2 თებერვლიდანაა მოსალოდნელი. ამ დრომდე ნარჩუნდება შავი ზღვის აკვატორიაში საშტორმო მდგომარეობა, ზღვაზე 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. 2 თებერვალს უკვე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა გაძლიერდება ყინვა. ბათუმში ამ დროისთვის თოვლი 50 სანტიმეტრზე მეტია.