2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს

02 იანვარი 2023, 10:01 459 ნახვა

კანონი, რომელიც გუშინ შევიდა ძალაში.  ის ვინც  2023 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაიბადა და დაიბადება,  საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება  მათზე აღარ  გავრცელდება.  თუმცა ამავე კანონის მიხედვით სახელმწიფო იტოვებს  უფლებას,რომ 2023 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებს გადასცეს სახლი, რომელთა   ორივე მშობელი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა.       

იმ პირების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა კი, რომლებიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე არასრულწლოვანები არიან მოხდება მათი  ოჯახის წევრებთან ერთად  და მომავალში ინდივიდუალურად საცხოვრებელს ვეღარ  მოითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი