კრიშტიანო რონალდომ "ალ-ნასრთან" კონტრაქტი გააფორმა

31 დეკემბერი 2022, 12:02 944 ნახვა

კრიშტიანო რონალდო "ალ-ნასრის" ფეხბურთელია. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საუდის არაბეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

37 წლის რონალდომ ახალ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი ანაზღაურება სეზონში 200 მილიონი ევრო იქნება.

რონალდოს გარდა "ალ ნასრის" შემადგენლობაში სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც არიან: ლუის გუსტავო , ვინსენ აბუბაქარი  და დავიდ ოსპინა . გუნდის  მთავარი მწვრთნელი კი ფრანგი სპეციალისტი რუდი გარსიაა.

კრიშტიანო  სხვადასხვა დროს "სპორტინგში" , "მანჩესტერში" , "რეალში" , "იუვენტუსში" და ბოლოს ისევ "მანჩესტერში" თამაშობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში