რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

30 დეკემბერი 2022, 17:40 492 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ხარკოვის ოლქი დაბომბეს. არის მსხვერპლი.

არსებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმები ქალაქ კუიანსზე და სოფელ კატერინოვკაზე განხორციელდა.

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეზე, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტიმოშენკოს თქმით, სოფელ კატერინოვკაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი