"ნაციონალური მოძრაობა" დღეს საარჩევნო სიის პრეზენტაციას გამართავს. პარტიაში ადასტურებენ, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება. პარტიის სიის სავარაუდო ათეული ასე გამოიყურება. დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, რომან გოცირიძე, ნიკა მელია, გიორგი ტუღუში, ოთო კახიძე, სალომე სამადაშვილი, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე და სერგო რატიანი.