82 წლის ასაკში პელე გარდაიცვალა

30 დეკემბერი 2022, 12:42 558 ნახვა

გარდაიცვალა მე- 20 საუკუნის მოთამაშე, მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა პელე. სიცოცხლის ბოლო წლებში ის სიმსივნეს ებრძოდა, ჰქონდა გულთან დაკავშირებული პრობლემები. პელემ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაში დაიწყო 16 წლის ასაკში და მონაწილეობა მიიღო სამ, 1958, 1962 და 1970 წლების საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატში. ის მიიჩნევა რეკორდსმენად გატანილი გოლების რაოდენობით. პელეს 1363 მატჩში 1281 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის სანაკრებო დონეზე 92 თამაშში 77 გატანილი გოლი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი