კიევში ქართველ ე.წ კანონიერ ქურდს პატიმრობა მიუსაჯეს

30 დეკემბერი 2022, 12:37 699 ნახვა

კიევში ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი, ლაშა ჯაჭვლიანი, მეტსახელად სვანი დააკავეს. პოლიციამ მასთან ერთად აიყვანა მისი მეგობარიც, კრიმინალური ავტორიტეტი სერგეი ოლეინიკი, მეტსახელად „უმკა“. ორივე მათგანი უკრაინაში ჯერ კიდევ გასულ წელს დააკავეს და სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა, თუმცა აკრძალვების მიუხედავად კანონიერი ქურდი განაგრძობდა კრიმინალური შეკრებების ორგანიზებასა და ფულის გამოძალვას. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინაში დააპატიმრეს. ქართველი კანონიერი ქურდის წინააღმდეგ ორტოიმიანი საქმე პეჩორის რაიონულ სასამართლოში 2021 წლიდან დევს. იმ დროისთვის ჯაჭვლიანმა პატიმრობას თავი ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით დააღწია. მიმდინარე საქმეზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად აღნიშნულია ე.წ „ობშიაკისთვის“ განკუთვნილი 3 მილიონი დოლარი, რომელიც სამართალდამცავებმა ჩხრეკის დროს, ჯერ კიდევ გასულ წელს ამოიღეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში