რუსულმა არმიამ, სარაკეტო იერიში კიევის დარნიცის რაიონზე მიიტანა - უკრაინული მედია

30 დეკემბერი 2022, 10:29 615 ნახვა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ, სარაკეტო იერიში კიევის დარნიცის რაიონზე მიიტანა, სადაც კერძო სახლები და საავადმყოფო დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 16 რაკეტა ჰაერსაწინაარმდგეო სისტემამ გაანადგურა.

ქალაქის მერის თქმით, რუსეთი ახალი წლის წინა დღეებში უკრაინაში დეპრესიის პროვოცირებას ცდილობს. რუსების სამიზნე, ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ქვეყნის ენერგოსისტემაა.

პარალელურად უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ მიიტანა საარტილერიო დარტყმები სუმის ოლქზე. ცეცხლს ხსნიდნენ ასევე ნაღმმტყორცნებიდან. შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ რუსეთი საახალწლოდ სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ეცდება უკრაინაზე მასირებულ თავდასხმას, რათა მოქალაქეები ახალ წელს სიბნელესა და სიცივეში შეხვდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი