მაღალმთიან აჭარაში აღარ თოვს

29 დეკემბერი 2022, 20:03 669 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში აღარ თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 50 სმ-ია დაბაში კი 20 სმ-აღწევს. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში. 12 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს. უწყების ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ტექნიკისთვის მოძრაობა შეფერხებული არ არის. შვიდი ერთეული ტექნიკა მუშაობს შუახევშიც. რაც შეეხება ენერგომომარაგებას კომპანია ენერგოპროჯორჯიაში განმარტეს რომ შუქი ავარიულად არის გათიშული მხოლოდ აგარაში, სადაც კომპანიის ტექნიკური გუნდი მუშაობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში