ჩინეთი კოვიდშემთხვევათა მონაცემებს თვეში ერთხელ გაასაჯაროვებს

28 დეკემბერი 2022, 11:44 488 ნახვა

ჩინეთი კოვიდ-19-ის შემთხვევათა მონაცემებს თვეში ერთხელ გამოაქვეყნებს, როცა დაავადება კატეგორია ბეს დაექვემდებარება-ამის შესახებ ჩინეთის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ჩინეთში კოვიდის მართვა ამჟამინდელი უმაღლესი ა კატეგორიიდან ბე კატეგორიამდე დაწიეს, რადგან ინფექცია ნაკლებად საშიში გახდა და თანდათანობით იწყებს ჩვეულებრივ რესპირატორულ ინფექციაში გადაზრდას. ჩინეთი 8 იანვრიდან გააუქმებს ქვეყანაში ჩამსვლელთათვის სავალდებულო კარანტინს -აცხადებს ჯანდაცვის ეროვნული კომისია, რაც კოვიდშეზღუდვების შემსუბუქებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზღვრებზე, რომელიც 2020 წლის შემდეგ ძირითადად დაკეტილია. სამწლიანმა ნულოვანმა კოვიდპოლიტიკამ, დაწყებული საზღვრების ჩაკეტვიდან დამთავრებული ხშირი ლოკდაუნებით, დიდი ზიანი მიაყენა ჩინეთის ეკონომიკას და 2012 წელს სი ძინპინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გასულ თვეში საზოგადოებრივი უკმაყოფილების ყველაზე მასშტაბური აფეთქება გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი