შუახეველი პოეტის საღამო

27 დეკემბერი 2022, 19:42 1392 ნახვა

შუახეველი პოეტისა და ვეტერანი პედაგოგის, იოსებ ქათამაძის საიუბილეო საღამო გაიმართა სოფელ ხიჭაურში. იოსებ ქათამაძე ავტორია ორი წიგნისა, მათ შორისაა „ჭვანის ხეობის მეტამორფოზა“. პოეტის შემოქმედების ძირითადი ხაზი სამშობლოს და საკუთარი სოფლის, ნაღვარევის სიყვარულია. შეხვედრაზე წაიკითხეს იოსებ ქათამაძის ლექსები.პოეტის თქმით, ის კიდევ ერთი ლექსების კრებულის გამოცემაზე მუშაობს. შეხვედრა საზოგადოებრივ რუდუნებითი დარბაზი „წუთისოფელი ასეა“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის დამაარსებელი, შუახეველი ჟურნალისტი და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ოთარ ცინარიძეა. „წუთისოფელი ასეა“ კიდევ ბევრი წარმატებული და ღვაწლმოსილი შუახეველის მასპინძლობას გეგმავს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი