სპორტსმენების დაჯილდოება

27 დეკემბერი 2022, 17:47 1005 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლემ გასული 2022 წელი შეაჯამა და საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები, ვეტერანი სპორტსმენები, წლის საუკეთესო კლუბები და სპორტული ჟურნალისტები დააჯილდოვა. წარმატებულ და საუკეთესოებს შორის დასახელდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები, რომლებმაც 2022 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირზე და რესპუბლიკურ შეჯიბრებაზე ბათუმს არაერთი სხვადასხვა სინჯის მედალი მოუტანეს, მათ შორის მოჭიდავეები, მოფარიკავეები, კარატისტები, სპორტული მოცეკვავეები, ტანმოვარჯიშეები და მძლეოსნები არიან. სპორტის სასახლემ წლის საუკეთესო კლუბებად ფრენბურთის ქალთა და ვაჟ კალათბურთელთა გუნდები დაასახელეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში